საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც ვლადიმერ ჩაჩიბაიამ წილკანში ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.

„ვუსამძიმრებთ ოჯახს არჩილის გარდაცვალებას. ეს არის ტრაგედია არამარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი საქართველოსი და ვფიქრობ, დამნაშავეები აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილები და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამისთვის, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გუშინ გადმოასვენეს.