საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა კონკურენტი დაამარცხა - დიდი ნაბიჯი ელიტ რაუნდისკენ
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველ შეხვედრაში მასპინძელი პოლონეთი 3:2 დაამარცხა და ელიტ რაუნდში გასასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
მე-9 წუთზე საქართველოს ნაკრები ბარზილიელმა თალესმა დააწინაურა, თუმცა შესვენებამდე პოლონელებმა დაწინაურება მოახერხეს 2:1. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარა და მასპინძლებს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა. 22-ე წუთზე ფუმასამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ერთ წუთში თალესმა პოლონელთა კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ეს მატჩი მინი-ტურნირის ფინალის ტოლფასი იყო, რადგან მასპინძელი პოლონეთი (რომელიც ბოლო ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა) ჩვენი უშუალო კონკურენტი იყო. შემდეგ შეხვედრას ჩვენი ნაკრები 25 ოქტომბერს ესპანეთთან გამართავს, რომელმაც პირველ სათამაშო დღეს ფინეთი 4:1 დაამარცხა.