საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდის მოსამზადებელ ეტაპამდე უკრაინაში ემზადება.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა დაგეგმილი ამხანაგური მატჩებიდან პირველი ივანო-ფრანკოვსკში გამართა. საქართველო რუმინეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:6 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლები თალესმა, რონინიომ და ფუმასამ გაიტანეს.
რუმინეთი 6:3 საქართველო
საქართველო: კუპატაძე, თოფურია, ჯვარაშვილი, კურტანიძე, თოდუა;
სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, ბუკია, კეკელია, თევზაძე, მაისაია, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, რონინიო, ფუმასა, თალესი;
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მეორე შეხვედრას 24 სექტემბერს მასპინძელი უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მატჩებს 24-27 ოქტომბერს პოლონეთში გამართავს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან.