საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები გერმანიას დაუზავდა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები გერმანიას დაუზავდა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი გერმანიის ნაკრებთან მატჩით დაიწყო და ქულა მოიპოვა – 1:1.

შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ გერმანელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. 22-ე წუთზე თეოდოროს ქსიდიასმა ჩვენი გუნდის კარი აიღო, ორ წუთში დავით წერეთელის განვითარებული იერიში გიორგი აირაპეტიანმა გოლით დააგვირგვინა.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ნაკრები ქულას დასჯერდა. ბესო არველაძის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს მალტის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 25 იანვარს ჯგუფის მასპინძელ ლიეტუვას დაუპირისპირდება.

ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით მოლდოვაში გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.