საქართველოს ფედერაცია უეფასგან 4,3 მილიონ ევროს მიიღებს - ინფორმაცია ჩეფერინიმ დაადასტურა
საქართველოს ფედერაცია უეფასგან 4,3 მილიონ ევროს მიიღებს - ინფორმაცია ჩეფერინიმ დაადასტურა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ისევე როგორც უეფას ყველა წევრი ქვეყანა, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან 4,3 მილიონ ევროს მიიღებს – ინფორმაციას უეფას ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

უეფას თავკაცებმა ეს განზრახვა 2020 წლის 21 აპრილს, ეროვნულ ფედერაციებთან ჩატარებულ ტელე-კონფერენციაზე განაცხადეს, ახლა კი ოფიციალურად დაადასტურეს. უეფა ეროვნულ ფედერაციებს პროგრამა „ჰეთ-თრიქის“ დაფინანსებას წინასწარ გამოუყოფს, რათა პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს გაუმკლავდნენ.

„COVID-19 კრიზისის შედეგად, ჩვენ უპრეცედენტო გამოცდა გველის. უეფას სურს დაეხმაროს თავის წევრ ასოციაციებს, რომ კონკრეტულ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. შედეგად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თითოეულ ასოციაციას გადავურიცხოთ 4.3 მილიონი ევრო. ეს თანხები ასოციაციებს შეუძლიათ საფეხბურთო მეურნეობის აღსადგენად გამოიყენონ,“ – ამბობს უეფას პრეზიდენტი ალექსანდრე ჩეფერინი.