საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის მატჩებისთვის შეკრება თბილისში დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის მატჩებისთვის შეკრება თბილისში დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები უკვე თბილისში იმყოფებიან და ივნისის ამხანაგური შეხვედრებისთვის მზადება დაიწყეს. შეკრების პირველ დღეს ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა.

სავარჯიშო პროცესში 18 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია („ომონია არადიპუ“, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“, გორი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ივა გელაშვილი („იბერია 1999“, თბილისი), გურამ გიორბელიძე („ერზურუმსპორი“, თურქეთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა“, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („შერიფი“, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), გიორგი ზარია („კაირათი“, ყაზახეთი), ლევან შენგელია („ოფი კრეტა“, საბერძნეთი), გიორგი ბერიძე („უიპეშტი“, უნგრეთი), გიორგი გაგუა („ისტრა 1961“, ხორვატია) და გიორგი ქვილითაია („არის ლიმასოლი“, კვიპროსი).

ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 5 ივნისს „დინამო არენაზე“ ჩვენი მეტოქე ფარერის კუნძულების ეროვნული ნაკრები იქნება, ხოლო 8 ივნისს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.