საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან შეხვედრებისთვის 21 ფეხბურთელით ემზადება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შეკრებაზე თითქმის ყველა გამოძახებული ფეხბურთელი გამოცხადდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან შეხვედრებისთვის 21 ფეხბურთელით ემზადება.
წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის მზადებას „ჯვაროსნები“ კვლავ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე აგრძელებს. გუნდს კიდევ შვიდი ფეხბურთელი შეუერთდა. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში კიდევ ორ ფეხბურთელს ელოდებიან. ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის (მეიჯორ ლიგის), „სან ხოსეს“ მცველი გურამ კაშია და შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი გუნდს 9 ოქტომბრიდან შეუერთდებიან.
დღევანდელი სავარჯიშო პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. ბათუმის „დინამოს“ მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ კი ინდივიდუალურად ივარჯიშა.
საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს დილით ივარჯიშებს. მოგვიანებით, ეროვნული გუნდის წევრები თბილისის 157-ე საჯარო სკოლას ესტუმრებიან და მოზარდ გულშემატკივართან ერთად საქართველო-ირლანდიის მატჩისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.