„საქართველოს ეროვნული ერთობა“ ე.წ. უკვდავთა პოლკის მსვლელობას აპროტესტებს
„საქართველოს ეროვნული ერთობა“ ე.წ. უკვდავთა პოლკის მსვლელობას აპროტესტებს

„საქართველოს ეროვნული ერთობა“ ე.წ. უკვდავთა პოლკის მსვლელობას აპროტესტებს. ორგანიზაციის წევრები კუს ტბის ასახვევთან შეიკრიბნენ.

„ყველას პატივს ვცემთ, ვინც იბრძოდა, მაგრამ ეს არ არის აღსანიშნავი დღე, ეს არის გლოვის დღე და ვაპროტესტებთ ევრაზიული კავშირის, უკვდავთა პოლკის მსვლელობას თბილისში და ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში“, – განაცხადა ბექა ლოლაშვილმა.

აქციებს სლოგანით „9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე“ რამდენიმე ორგანიზაცია მართავს. ვაკის პარკთან ე.წ. უკვდავთა პოლკის კიდევ ერთი კონტრაქცია „არა პუტინის მარშს“ მიმდინარეობს. მათ აქციაზე აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტოები და ანტისაოკუპაციო ტრანსფარანტები მიიტანეს, რითაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.