ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებენ [ფოტო, ვიდეო]

თბილისში, ვაკის პარკთან ე.წ. უკვდავთა პოლკის კონტრაქცია „არა პუტინის მარშს“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ვაკის პარკამდე მსვლელობა გამართეს.

მათ აქციაზე აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტოები და ანტისაოკუპაციო ტრანსფარანტები მიიტანეს, რითაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, კონტრაქცია არის მშვიდობიანი, მათი მიზანი არ არის ე.წ. უკვდავთა პოლკის აქციის ჩაშლა, არამედ პროევროპული და პროამერიკული აზრის მშვიდობიანად გაჟღერება.