საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა „აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები” იწყება

15:25, 08.04.2019

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 10 აპრილიდან საგანმანათლებლო პროგრამა „აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები” იწყება. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან როგორ ხვდებოდნენ აღდგომას ქართველი მეფეები; როგორი იყო საქართველოში აღდგომის აღნიშვნის ძველი ხალხური ტრადიციები და რა შემორჩა დღეს; როგორ ემზადება მსოფლიო აღდგომის შესახვედრად და როგორ ზეიმობს ამ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანა;

ასევე, რატომ ითვლება სააღდგომო სუფრის ატრიბუტებად კვერცხი, პასკა, ჯეჯილი და რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მათ; რომელია იერუსალიმში აღდგომასთან დაკავშირებული წმინდა ადგილები; როგორ აისახა აღდგომის დღესასწაული ქრისტიანულ ხელოვნებაში; ვინ არის კარლ ფაბერჟე და რა ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში აღდგომის თემას.

პროგრამა გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. დასასრულს ბავშვებს ელით საინტერესო და სახალისო პრაქტიკული აქტივობა.

მსგავსი