საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშების ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ძიუდოს გუნდურ ასპრეზობაში საქართველოს ნაკრები ფინალში იასპარეზებს.
ტურნირის ნახევარფინალში ქართველებმა იტალიელები დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხეს.
ფინალში გასასვლელ შეხვედრაში წარმატებულად იჭიდავეს ლაშა ბექურმა (-90), ლაშა შავდათუაშვილმა (-73) და სოფიო სომხიშვილმა (+70).
გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა დამატებითი დაპირისპირების გამართვა, სადაც მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა იტალიელ მეტოქეს სძლია და საქართველოს ნაკრებს მოაგებინა.
მესამე ევროპული თამაშების ფინალში ჩვენი ნაკრების მეტოქე ნიდერლანდების ან გერმანიის ეროვნული გუნდი იქნება.
საქართველოს ნაკრები ევროპულ თამაშებზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90 კგ), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი (ორივე +90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).