საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის ოთხივე წევრი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელია #1TVSPORT
სალიცენზიო მარათონის დასასრული და ასპროცენტიანი შედეგი – საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის ოთხივე წევრი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი გახდა.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებმა ორწლიანი სალიცენზიო მარათონი დასრულებულად გამოაცხადეს და შესაბამისად გიორგი ასანიძის ოთხივე შეგირდის სალიცენზიო ქულები ოფიციალურად აღიარეს.
შოთა მიშველიძე (61 კგ.)
გოგა ჩხეიძე (67 კგ.)
ანტონ პლესნოი (96 კგ.)
ლაშა ტალახაძე (+109 კგ)