საქართველოს ჩემპიონმა „სამგურალს“ მინიმალური სხვაობით სძლია #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა „სამგურალს“ მინიმალური სხვაობით სძლია #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგაში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.

„ბათუმი არენაზე“ გამართული მესამე ტურის შეხვედრის პირველი ნახევარში სტუმრებმა მოქმედ ჩემპიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ბათუმელებმა მეტოქის დაცვა შესვენებამდე (45+2) მაინც გატეხეს. გიორგი წიტაიშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ „სამგურალს“ მამუკა კობახიძემ გაუტანა.

მეორე ტაიმში „სამგურალი“ გააქტიურდა და თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ სტუმართა შეტევებს სიმწვავე და სიზუსტე აკლდა, ბათუმელებს – დამაჯერებლობა და თამაშის გამწვავება ვერც შევლაზე შესულებმა შეძლეს.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, ბათუმის „დინამომ“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და 9 ქულით გორის „დილასთან“ ერთად გალიდერდა. წყალტუბოს „სამგურალი“ კი კვლავ უქულოდაა და მე-9 პოზიციაზე დარჩა.