საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში დღევანდელი ფინალისტები გამოვლინდნენ #1TVSPORT
თბილისში, ძიუდოს აკადემიის დარბაზში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე მეორე დღის წინასწარი შეხვედრები გაიმართა. ორ წონით კატეგორიაში – 73 და 81 კგ-ში ფინალური ბლოკის მონაწილეები გამოვლინდნენ.
73 კგ-ის ფინალი: გიორგი ტერაშვილი-გიორგი ჩიხელიძე
ბრინჯაოს მედლისთვის: მიხეილ ბახბახაშვილი -ბექა უდესიანი, ალეკო მამიაშვილი-ფრიდონ გიგანი
81 კგ-ის ფინალი: ვლადიმირ ახალკაცი-ლევან გუგავა
ბრინჯაო: გიორგი შერაზადიშვილი-ალექსანდრე გულბანი, დიმიტრი გოჩილაიძე-გიორგი ზაქაიძე.
ხვალ, 21 ნოემბერს, ტურნირის დასკვნით დღეს, ძიუდოისტები სამ წონით კატეგორიაში -90,100, +100კგ-ში იასპარეზებენ.