საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში 19-21 ნოემბერს გაიმართება #TVSPORT
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში 19-21 ნოემბერს გაიმართება #TVSPORT

19-21 ნოემბერს უფროსებს შორის ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრება ძიუდოს აკადემიის დარბაზში ჩატარდება. წონითი კატეგორიები დღეების მიხედვით:

19 ნოემბერი – 60 კგ; 66 კგ

20 ნოემბერი – 73 კგ; 81 კგ

21 ნოემბერი – 90 კგ; 100 კგ, +100 კგ

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული მძიმე მდგომარეობის გამო, ტურნირზე მაყურებელი არ დაიშვება. მოხდება სამივე საშეჯიბრო დღის სრული ინტერნეტტრანსლირება.

შემადგენლობები იხ. ბმულზე: