19-21 ნოემბერს უფროსებს შორის ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრება ძიუდოს აკადემიის დარბაზში ჩატარდება. წონითი კატეგორიები დღეების მიხედვით:
19 ნოემბერი – 60 კგ; 66 კგ
20 ნოემბერი – 73 კგ; 81 კგ
21 ნოემბერი – 90 კგ; 100 კგ, +100 კგ
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული მძიმე მდგომარეობის გამო, ტურნირზე მაყურებელი არ დაიშვება. მოხდება სამივე საშეჯიბრო დღის სრული ინტერნეტტრანსლირება.
შემადგენლობები იხ. ბმულზე: