ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი ხვალ იწყება
ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი ხვალ იწყება

ხვალ, დილის 10:00-ზე ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება.

ტურნირი ორი დღე გაგრძელდება.

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის ტატამზე პირველ დღეს მედლებისთვის: -60; -66 და -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში იბრძოლებენ.

დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის (-81; -90; -100; +100) შეხვედრები 28 დეკემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველად იასპარეზებს. 

ჭრიკიშვილის ტატამზე დაბრუნება უფრო გვიან იგეგმებოდა, მაგრამ ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოს ჩემპიონატზე მისი ასპაარეზობა შესაძლებელია.

ჭრიკიშვილი, რომელმაც ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

ამავე წონაში გამოვა მსოფლიო მასტერსის გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილიც.

საქართელოს ჩემპიონატზე ასევე იასპერეზებენ ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი ლევან მატიაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი და საქართელოს ნაკრების სხვა წევრები.

წინასწარი შეხვედრები, ორივე დღეს, 10:00-იდან დაიწყება. ფინალური ბლოკი კი სტარტს 17:00-ზე აიღებს.