საქართველოს ჩემპიონატი ცხენოსნობაში - ოქროს ტურის გამარჯვებული გეგი მეტონიძეა #1TVSPORT
საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ლისი-იპოდრომზე მეხუთედ გაიმართა საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატი დაბრკოლებათა გადალახვაში.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ თბილისის იპოდრომის, ფოთის, ამბასადორისა და მენესის საცხენოსნო კლუბების მხედრები. შეჯიბრება რამდენიმე ეტაპად წარიმართა – პირველ ეტაპზე ახალგაზრდა მხედრები მონაწილეობენ და სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, დასკვნით ნაწილში საქართველოს ჩემპიონის თასის (ოქროს ტურის) გამარჯვებული გამოვლინდა.
ოქროს ტურის შედეგად პირველობა არავის დაუთმო კლუბ მენესის მხედარმა გეგი მეტონიძემ, ხოლო მეორე-მესამე ადგილებზე თბილისის იპოდრომის კლუბის წარმომადგენელი შალვა გაჩეჩილაძე გავიდა.
ტურნირის მიზანი მხედრების წახალისება და საქართველოში საცხენოსნო სპორტის განვითარების ხელშეწყობა იყო. ჩემპიონატი საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.