2018 წლის 13 ოქტომბერს სტარტი აიღო საქართველოს ბეისბოლის ჩემპიონატმა, სადაც ჩართულია 8 კლუბი თბილისიდან და რეგიონებიდან. მ/წ 10 ნოემბერს, თბილისის #92 საჯარო სკოლის სტადიონზე (მის: ვაზისუბანი, I მ/რ) ტურნირი გადადის დასკვნით ეტაპზე პრიზიორების გამოვლენით, რომელთაგანაც საუკეთესო კლუბი შესაძლებელია წარსდგეს ევროპის ბეისბოლის ფედერაციათა თასის ტურნირზე. დასაწყისი: 10 ნოემბერი, 12:00 სთ
ტურნირის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს „შტატი – 51“-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს ამერიკული კულტურის მიმართულებებს და სპორტის სახეობათა ფედერაციებს საქართველოში, რომლის წევრსაც ბეისბოლის და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციაც წარმოადგენს.
რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო დაბრუნდა ევროპულ ასპარეზზე და ამჟამად ბეისბოლის მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზეა განთესილი.
აღსანიშნავია უახლოეს წარსულში მიღწეული წარმატებები:
– 2005 წელს 14-16წწ ასაკის, ხოლო 2007 წელს 16-18წწ ასაკის ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ჩემპიონის ტიტული ბეისბოლში (EMEA Champion) და ამავე წლებში, აშშ-ში მსოფლიო სერიაზე მონაწილეობის მიღება საკონტინენტო ჩემპიონის რანგში, სადაც დიდი ანგარიშით დამარცხებული ჰყავთ მომავალი მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი (2005), ლათინური ამერიკის ჩემპიონი – პანამის ნაკრები;
– 2009 წელს 21 წლამდე ასაკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის „ტოსკანა“-ს სერიალის ტრიუმფატორები და „მონა ლიზა“-ს თასის მფლობელები, სადაც, ტრადიციისამებრ, ამ წლის გამოკლებით მხოლოდ ამერიკული გუნდები აღწევენ წარმატებას;
მნიშვნელოვანია ის ფაქიც, რომ 8 წლიანი განშორების შემდეგ ბეისბოლი და სოფტბოლი კვლავ დაუბრუნდა ოლიმპიური სპორტის სახეობათა ნუსხას და უკვე „ტოკიო-2020“-ზე წარმოდგენილი იქნება ოლიმპიადის სრული პროგრამით;
კონტაქტი: მობ: 577 151155 – გოგა დათუნაშვილი, გენ. მდივანი
მხარდამჭერები:
საქართველოს განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ქ. თბილისის მერია
ქართული ბეისბოლის და სოფტბოლის მეგობართა ფონდი
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
რეგიონული განვითარების ფონდი „ შტატი – 51“