საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მხატვრულ ცურვაში ბელგრადის ტურნირზე 8 მედალი მოიპოვა #1TVSPORT
5 დეკემბერს ბელგრადში დასრულდა სერბეთის ღია ჩემპიონატი Crystal Cap XXI მოზარდებს შორის მხატვრულ ცურვაში.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ოთხი გოგონით იყო წარმოდგენილი: თეკლა გოგილიძე, ნიტა ნათობაძე, კესო წიქარიშვილი და კატო წიქარიშვილი. მწვრთნელები – ლიკა ბოკერია და მანანა ჩანქსელიანი.
ქართველებმა ტურნირზე 8 მედლის მოპოვება მოახერხეს – 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს.