ცურვაში ხანდაზმულ მოყვარულებში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა #1TVSPORT
ცურვაში ხანდაზმულ მოყვარულებში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა #1TVSPORT

საწყლოსნო კომპლექს „თემქაზე“ საპენსიო ასაკს მიღწეულთა შორის ცურვაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა – ტურნირის ინიციატორი და მხარდამჭერი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო, ხოლო ორგანიზატორი – სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ 55 წელს გადაცილებული 27 ქალი და 60 წელს გადაცილებული 30 მამაკაცი, რომლებმაც გამარჯვებულები ორ სახეობაში გამოავლინეს.

გამარჯვებული ქალბატონები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დააჯილდოვა, ხოლო მამაკაცები – მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა.

შეჯიბრის ჩატარება სექტემბერში თეა წულუკიანის და სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე გადაწყდა. ინიციატივა თეა წულუკიანს ეკუთვნის და ყველა ასაკის პირებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მსგავსი ტურნირები, რაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება, მომავალშიც ჩატარება.