საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიას დანაკლისით ეწვია
საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიას დანაკლისით ეწვია

12 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროშესარჩევი ციკლის მესამე ტურში შვეიცარიას შეხვდება.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ორი შეხვედრის შემდეგ ექვსი ქულა დააგროვა და ევროშესარჩევ ჯგუფს ლიდერობს, შვეიცარიას კი ჯერ მხოლოდ სამი ქულა აქვს. სამწუხაროდ, ამ პრინციპულ შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სერიოზული დანაკლისით შეხვდება – გუნდს ორი მარცხენა მცველი დააკლდა – ლუკა ლაკვეხელიანი და ლევან ხარაბაძე. ორივე მათგანი ტრავმირებულია და მატჩს გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ „საბურთალოდან“ იური ტაბატაძე გამოიძახა, ხოლო ქუთაისის „ტორპედოდან“ – ვახტანგ ნებიერიძე.

გიორგი ცეცაძის გუნდი უკვე შვეიცარიაშია და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ვინტერთურის სტადიონზე ჩაატარა.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა, გორი);

მცველები: ნიკა მალი, იური ტაბატაძე (ორივე – საბურთალო, თბილისი), ილია ბერიაშვილი, თორნიკე ძოწენიძე (ორივე – თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო, ქუთაისი);

ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი, ლუკა სილაგაძე (ორივე – რუსთავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი კუცია (დილა, გორი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი);

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი), ბექა ქავთარაძე (რუსთავი).