საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ბერძნები პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ. ანგარიში მარიუს ვრუზაიმ 29-ე წუთზე გახსნა, 34-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა პენალტით ვანგელის პავლიდისმა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე იოანის ოიკონომიდისმა დააფიქსირა 3:0.
საბერძნეთი – საქართველო 3:0
საქართველო U21: გუგეშაშვილი – ფაცაცია, კობოური, ლოჩოშვილი – მალი, ნინუა, ქოჩორაშვილი, ლაკვეხელიანი – არაბიძე, კოხრეიძე, ბუღრიძე.
ეს შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლის მზადების ფარგლებში ჩაატარა. – გია ცეცაძის გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს 10 ივნისს სლოვენიასთან გამართავს.