საქართველოს აგროკლიმატური ზონები დამტკიცდა
საქართველოს აგროკლიმატური ზონები დამტკიცდა. ბრძანებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მოაწერა ხელი.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოში მინდვრის კულტურების ჯიშებისა და ჰიბრიდების გავრცელების 22 აგროკლიმატური ზონა, ხეხილისა და ვაზის, ასევე სუბტროპიკული კულტურების ჯიშებისა და ჰიბრიდების გავრცელების 14 აგროკლიმატური ზონა იქნება.
მათი სრული ჩამონათვალი საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.