სასტუმრო კომპლექსი „ასკანელი რეზორტსი“ გაიხსნა 

21:57, 16.10.2026

ტურისტული მიზიდულობის კიდევ ერთი ცენტრი კახეთის რეგიონში.

ყვარელში ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „ასკანელი რეზორტსი“ ოფიციალურად გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა,  სასტუმრო ნომრებთან ერთად სპა კომპლექსს, კახურ ეზოსა და გასტრონომიულ სივრცეებს აერთიანებს. პროექტი სასტუმროების გლობალური ქსელის „ვინდჰემის“ მხარდაჭერით და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სუბსიდირებული ინვესტიციით განხორციელდა. სასტუმროში 35 მილიონის, ხოლო ქარხნისა და ვენახების განვითარებაში 70 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. ადგილზე 100  მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. სამომავლოდ პროექტს თანამედროვე საკონფერენციო და საკონცერტო სივრცეები და საცხოვრებელი ვილები უნდა დაემატოს. ახალი სასტუმროს ოფიციალური გახსნის ცერემონიას პრემიერი ესწრებოდა, რომელმაც პროექტს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი უწოდა.

მსგავსი