„საქართველოს რკინიგზის“ განცხადება
„საქართველოს რკინიგზამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესის ზედამხედველობისთვის, შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. „საქართველოს რკინიგზა“ ანაკლიაში დაახლოებით 17, 74 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის, ახალი სადგურის, სარკინიგზო კვანძისა და სხვა დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს. ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის ზედამხედველობაში დაინტერესებულ საკონსულტაციო კომპანიებს განაცხადის წარდგენა მიმდინარე წლის 17 ნოემბრამდე შეეძლებათ. ინტერესთა გამოხატვის პროცესი მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით ხორციელდება.