ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გორში

12:25, 17.10.2026

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ქალაქ გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, ინფორმაციას გაეცნო. პროგრამაში ჩართულმა გადამამუშავებელმა საწარმოებმა, 13 ოქტომბრიდან დღემდე, რვაას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს, ფერმერებმა ჯამში ორასი ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია აღემატება 83 ათას ლარს.
პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან ერთ კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.

მსგავსი