ზამთრის სპორტის საერთაშორისო გამოფენა ლონდონში

18:21, 18.10.2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტომ“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მასშტაბურ ზამთრის სპორტის გამოფენაში მიიღო მონაწილეობს. საერთაშორისო აუდიტორია საქართველოს ოთხი სამთო კურორტის – გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნო. საგამოფენო სტენდზე ვიზიტორებმა საქართველოს ოთხი კურორტის სათხილამურო ინფრასტრუქტურის, მრავალფეროვანი სასრიალო შესაძლებლობებისა და საქართველოში ზამთრის დასვენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. გამოფენის ფარგლებში, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ პანელურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს, როგორც სამთო-სათხილამურო მიმართულების შესახებ ისაუბრა.

მსგავსი