საქართველოს 7-ქალა ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TSPORT

19:46, 23.05.2022

საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც საფრანგეთმა უმასპინძლა საქართველოს 7- ქალა ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.

ტურნირში საქართველოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობდნენ სამხრეთ აფრიკის, ფიჯის, ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებები, აგრეთვე, ოქსფორდის უნივერსიტეტი და ფრანგული კლუბები.

7- ქალა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი გამარჯვება მოიპოვა, ერთი შეხვედრაც საპლეიოფო ეტაპზე მოიგო და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ნაკრები ხუთშაბათს საფრანგეთში, ქალაქ ტურში მიემგზავრება და ევროპის ჩემპიონატის მორიგ მოსამზადებელ ეტაპს გაივლის.

მსგავსი