დღეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. ტურნირი პირველად 1990 წელს ჩატარდა, ახლა კი რიგით 38-ე გათამაშება გაიმართება, რადგან ორჯერ მოკლე (გარდამავალი) ჩემპიონატი შედგა.
ეროვნული ლიგის ახალი სეზონის საწყისი ტური სამ დღეზე გადანაწილდა. პირველი შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართება, სადაც მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ ლიგის დებიუტანტს, ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლებს.
მასპინძელთა დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან. საინტერესოა, რომ „იბერია“ ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში არასდროს დამარცხებულა – 8 მოგება და ერთი ფრე.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „რუსთავი“ 2026 წლის სეზონის საშინაო მატჩებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართავს, ხოლო „მეშახტე“ – წყალტუბოში.
პირველი ტური:
28 თებერვალი, შაბათი
„იბერია“ – „მეშახტე“, 19:00
„ტორპედო“ – „სპაერი“, 21:00
1 მარტი, კვირა
„დილა“ – „რუსთავი“, 18:00
„დინამო“ (თბ) – „დინამო“ (ბთ), 19:00
2 მარტი, ორშაბათი
„გაგრა“ – „სამგურალი“, 20:00