საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი ადამია – ძალიან ბევრი საგოლე შანსი გვქონდა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ადამიამ ევრო 2027-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართული შეხვედრა (1:1) შეაფასა. მისი თქმით, გუნდმა მოგების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. ამასთანავე, მან დებიუტანტების თამაშით კმაყოფილება გამოხატა.
„მთელი პირველი ტაიმი და მეორე ნახევრის 15 წუთი, ანუ გოლის გატანამდე, თამაში ისე მიდიოდა, როგორც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი. ძალიან კარგ პრესინგს ვთამაშობდით, დაცვაშიც ყურადღებით ვიყავით და მოწინააღმდეგეს მინიმალური მომენტები შევაქმნევინეთ, თავად კი ძალიან ბევრი საგოლე შანსი გვქონდა.
ამჯერად შანსი მივეცით თავდამსხმელ დოლტმურზიევსა და მეკარე ყავლაშვილს, რომლებმაც ამ შეკრებაზე თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს. ჰალიდმა გოლი გაიტანა, გიორგი კი კარში თავდაჯერებულად იდგა. ამიტომ ორივეს თამაშს დადებითად შევაფასებდი“, – აღნიშნავს გიორგი ადამია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო მატჩს 6 ოქტომბერს ბილეფელდში, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. მიმდინარე შესარჩევი ციკლი სწორედ ამ შეხვედრით დასრულდება.