21-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუზავდა #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2027-ის შესარჩევ ციკლში ქალაქ კოლრეინში „შოუგრაუნდს სტედიუმზე“ ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1.
შეხვედრა გიორგი ადამიას გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველ ტაიმში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა.
54-ე წუთზე „დინამოს“ თავდამსხმელმა დოლტმურზიევი უძლიერესი დარტყმით მიზანს მაინც მიაღწია 1:0. მაგრამ მასპინძლებმა 72-ე წუთზე ანგარიში „ასტონ ვილას“ თავდამსხმელის, კოულ ბრანიგანის დარტყმით გაათანაბრეს.
9 ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 10 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან (14) ჩამორჩენა ვერ შეამცირა. ბოლო მატჩში კი 6 ოქტომბერს გასვლაზე ლიდერ გერმანიას დაუპირისპირდება.