საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში გრძელდება #1TVSPORT
21 აპრილს შეჯიბრებების მესამე ეტაპი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 25 – მდე სიმ რეისერი მიიღებს. მესამე ეტაპს autodromo do algarve portimao ვირტუალური ავტოდრომი უმასპინძლებს.
საერთო ჯამში მონაწილე სიმ რეისერბი ერთ საკვალიფიკაციო და ორ სარბოლო გარბენს შეასრულებენ. სიმ რეისერები თითო რბოლაზე 13 წრეს გაივლიან. განვლილი ორი ეტაპის ქულათა ჯამის მიხედვით ნიკა კობოსნიძე (97ქულა ) ლიდერობს , ხოლო მეორე და მესამე ადგილს სანდრო თავართქილაძე (84 ქულა) და გიორგი დათუაშვილი (71 ქულა) ინაწილებენ.
ორი თვის განმავლობაში სხვადსხვა ცნობილ სიმულირებულ ავტოდრომზე კიდევ სამი ეტაპი ჩატარდება. ვირტუალური რბოლები საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო საავტომობილო თამაშების ნაწილია და ის 2019 წლიდან იმართება. მსგავსი ღონისძიებები სხვადსხვა დისციპლინაში ტარდება და ჩართულობა განსაკუთრებით პანდემიის პირობებში გაიზარდა.