საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

22:09, 08.06.2024

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის გუნდს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ტესტმატჩში ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით გიორგი ადამიას გუნდი მე-6 წუთზე „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა, ლუკა წულუკიძემ დააწინაურა და ტაიმი „ჯვაროსნების“ გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

ყაზახეთის 20-წლამდე გუნდს მატჩის მიწურულს მეორე გოლი ბოლნისის „სიონის“ ნახევარმცველმა, ლუკა ჩაგანავამ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაუტანა. სტუმართაგან კი ერთი ბურთი იერსულთან კარდიბეკოვმა მიითვალა.


საქართველო 2:1 ყაზახეთი


გოლები: 1:0 ლუკა წულუკიძე (6, პენალტით), 2:0 ლუკა ჩაგანავა (83), 2:1 კარდიბეკოვი (89).

მსგავსი