საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მეორე მატჩი ესტონეთთან გამართა და ისევ დამარცხდა – 1:3.
„მიხეილ მესხი 2“-ზე ჩატარებული მატჩში ანგარიში ესტონეთის ნაკრებმა 24-ე წუთზე იანე მირიამის გოლით გახსნა. 43-ე წუთზე ნატა კვირკვაიამ ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში ბალტიისპირელების უპირატესობა გამოიკვეთა და სტუმრები 55-ე წუთზე ისევ დაწინაურდნენ. ამჯერად პირველი გოლის ავტორის, მირიამის გადაცემით, თავი ვანესი გრუტოპიმ გამოიჩინა, ხოლო საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე გრეტა კრაუსმა დააფიქსირა.
საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 9 აპრილს ყაზახეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე 16:00 საათზე დაიწყება.