საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირი მარცხით დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირზე პირველი თამაში მასპინძლებთან გამართა და 0:4 დამარცხდა.
პორტუგალიის ნაკრებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. 21-ე წუთზე ჟილ მარტინშმა ანგარიში გახსნა და მასპინძლებმა ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს 1:0.
პორტუგალიელებმა შესვენების შემდეგ უფრო დამაჯერებლად ითამაშეს და სამი გოლი გაიტანეს: 51-ე წუთზე სხვაობა ჟოაუ ტეიშეირამ გაზარდა, შემდეგ თავი ნუნო პატრისიომ (86) გამოიჩინა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+2-ე წუთზე გონსალო მორეირამ დააფიქსირა.
ქართველი ჭაბუკები საერთაშორისო ტურნირის მეორე ტურში დანიას დაუპირისპირდებიან – მატჩი 24 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.