სპარინგები ფინეთთან - 18-წლამდელები თბილისში ითამაშებენ
სპარინგები ფინეთთან - 18-წლამდელები თბილისში ითამაშებენ

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ფინეთს უმასპინძლებს და ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. მატჩები 17 და 19 ნოემბერს გაიმართება: პირველი „მიხეილ მესხზე“ 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე, ამავე სტადიონის სათადარიგო მოედანზე – 17:00 საათზე.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ გუნდი უკვე შეკრიბა და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ავარჯიშებს.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლაშა ტიტვინიძე (დილა), გიორგი უგრეხელიძე (სიონი)

მცველები: ირაკლი იაკობიძე, ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, გიორგი მირზიკაშვილი (ყველა – დინამო თბ), ზურაბ ლატარია, საბა მამაცაშვილი (ორივე – საბურთალო), სანდრო ტეფნაძე (ჩიხურა), რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი)

ნახევარმცველები: ნოდარ ლომინაძე, ლევან ოსიყმაშვილი, თორნიკე მორჩილაძე (სამივე – დინამო თბ), დიმიტრი ფაჩულია, ტატო ჟივიძე, ნიკოლოზ ილურიძე (სამივე – საბურთალო), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), გაბრიელ ხუციშვილი (ლოკომოტივი), ანდრია დევდარიანი (ტორპედო)

თავდამსხმელები: გიორგი ომარაშვილი, დავით ზურაბიანი (ორივე – დინამო თბ), ნიკა კონიაშვილი (ლოკომოტივი)