18-წლამდელებმა შეკრება დაიწყეს - თბილისში სომხეთის გუნდი გვესტუმრება #1TVSPORT
18-წლამდელებმა შეკრება დაიწყეს - თბილისში სომხეთის გუნდი გვესტუმრება #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ამხანაგური მატჩების სერიას განაგრძობს. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი რუსთავის აკადემიის მოედანზე, 6 და 8 ივნისს სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ეს ასაკობრივი ჯგუფი, ივნისიდან 19-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.

U18 შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), დავით იობაშვილი (დინამო თბილისი)

მცველები: რომან მორჩილაძე, არჩილ დათუაშვილი, ლუკა ლაცაბიძე (სამივე – დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი ქუქალია (საბურთალო)

ნახევარმცველები: თემურ გოგნაძე, მუხრან ბაგრატიონი, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, გაბრიელ სიგუა, თენგიზ ალიბეგაშვილი, ლუკა პარკაძე (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე, გიორგი ბართია, ლუკა წულუკიძე (სამივე – საბურთალო), ლაშა კალანდაძე (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ჯაჭვლიანი (სან კუგატი, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი, დიმიტრი ღურწკაია (ორივე – დინამო თბილისი), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (თელავი)

18-წლამდელებმა, ბოლო მატჩები შვეიცარიელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარეს, სადაც ტურნეს ფარგლებში პირველი მატჩი მოიგეს, ხოლო მეორე ფრედ ითამაშეს.

6 ივნისი – საქართველო V სომხეთი

8 ივნისი – საქართველო V სომხეთი

დატოვე კომენტარი