საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა 6 და 8 მარტს, სტუმრად უნგრეთთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
გიორგი მიქაძის გუნდმა პირველი შეხვედრა 1:1 დაასრულა. დღეს კი ჩვენი გუნდი მეტოქეს მეორედ დაუპირისპირდა, მაგრამ ამჯერად 1:4 დამარცხდა.
უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, პირველ ტაიმში ანგარიში საქართველომ გახსნა – თავი თბილისის ”დინამოს” შემტევმა ნახევარმცველმა თამაზ ბაბუნაძემ გამოიჩინა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ 0:1.
მეორე ნახევარში უნგრელებმა მთელი ძალებით შეუტიეს, სტუმართა კარი 4-ჯერ აიღეს და 4:1 გაიმარჯვეს. ამით საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შეკრება დასრულდა.