16-წლამდელებმა ბოსნიასაც მოუგეს - უეფა-ს ტურნირის მოსაგებად ქულაც საკმარისია
16-წლამდელებმა ბოსნიასაც მოუგეს - უეფა-ს ტურნირის მოსაგებად ქულაც საკმარისია

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვის ქალაქ კაუნასში უეფა-ს განვითარების თასის მეორე მატჩიც მოგო და გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ერთი ნაბიჯი აშორებს.

საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გამართა და დიდი მეტოქე ანგარიშით დაამარცხა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 1:0 იგებდა. ანგარიში გიორგი ხაბულიანმა გახსნა. მანვე, მეორე ტაიმში, დუბლი შეასრულა და ბალკანელთა კარი მეორედ აიღო – 2:0. საბოლოო ანგარიში კი გიორგი გოჩიაშვილმა დააფიქსირა – 3:0.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა პირველ შეხვედრაში მოლდოვა ანგარიშით 4:0 დაამარცხა. უეფა-ს განვითარების თასზე საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მესამე მატჩს მასპინძელ ლიუტუვასთან 22 აგვისტოს გამართავს და მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ქულაც ჰყოფნის.