საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ფინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა.
პირველი მატჩი 17 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა 2:0.
მეორე მატჩი მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩატარდა და ამჯერადაც გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა მოიგეს 2:1.
ანგარიში 33-ე წუთზე ფინელებმა გახსნეს. ქართველმა 18-წლამდელებმა წონასწორობა 53-ე წუთზე აღადგინეს – ფინელთა კარი თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა ნოდარ ლომინაძემ აიღო, ხოლო 74-ე წუთზე გამარჯვების გოლიც დინამოელმა ზურაბ ერაძემ გაიტანა 2:1.