საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მწვრთნელი - არც ერთ მეტოქეს ჩვენთან იოლი მატჩი არ ელის #1TVSPORT
გიორგი ჩიტაური დარწმუნებულია, რომ საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებთან ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო რაუნდში არც ერთ მეტოქეს იოლი თამაში არ ელის. ამის შესახებ 17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის უნგრეთში გამგზავრებამდე განაცხადა.
„ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. სამივე მეტოქე შესწავლილი გვყავს – ისლანდია ძალისმიერი გუნდია, ფიზიკურად ძლიერები არიან; უნგრეთი შედარებით უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, ხოლო რაც შეეხება ესტონეთს, ისინი უფრო სტანდარტული სიტუაციების სწორად გამოყენებაზე აკეთებენ აქცენტს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არც ერთ მოწინააღმდეგეს, ჩვენთან იოლი მატჩი არ ელის“, – ამბობს გიორგი ჩიტაური.
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო რაუნდის მე-4 ჯგუფში მოხვდა, რომლის მატჩებსაც 22-დან 28 ოქტომბრამდე უნგრეთი უმასპინძლებს. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები, მასპინძელთა გარდა, ისლანდია და ესტონეთი არიან.
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო რაუნდის მე-4 ჯგუფში მატჩებს შემდეგი განრიგით გამართავს:
22 ოქტომბერი, 19:00
საქართველო V ისლანდია
25 ოქტომბერი, 19:00
უნგრეთი V საქართველო
28 ოქტომბერი, 19:00
ესტონეთი V საქართველო