სანაკრებო სეზონს 17-წლამდელები გახსნიან - ჩიტაურის გუნდი ნიქოზიაში კვიპროსს დაუპირისპირდება #1TVSPORT
სანაკრებო სეზონს 17-წლამდელები გახსნიან - ჩიტაურის გუნდი ნიქოზიაში კვიპროსს დაუპირისპირდება #1TVSPORT

2024 წლის სანაკრებო სეზონს საქართველოს ნაკრებებიდან გიორგი ჩიტაურის გუნდი გახსნის – 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები კვიპროსთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გუნდი კვიპროსში გაფრინდება, სადაც თანატოლთა ნაკრებს 16 და 18 იანვარს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა ნიქოზიაში გაიმართება.

U17 | შემადგენლობა

მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია), გიორგი ყავლაშვილი (როიალ ანტვერპენი).

მცველები: საბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე, გიორგი გვასალია, შოთა დიაკონიძე (ყველა – დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო), დაჩი გოგოლი

ნახევარმცველები: ნიკოლოზ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ელისაშვილი, ლუკა წულაია, რევაზ დანელია (ყველა – დინამო თბილისი), დავით გოგილაშვილი, ნიკოლოზ სურგულაძე (ორივე – საბურთალო), ლუკა ლაშხია (მარტვილი მერანი), საბა ნიორაძე (სელერო), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი).

თავდამსხმელები: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე, ბელგია), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო).

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები მარტში ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ჩვენი გუნდი თურქეთს, დანიასა და სერბეთს შეხვდება.

ჯგუფის მატჩებს 20-26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფების გამარჯვებულები და შვიდი საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი შეძლებს.

ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი:

20 მარტი

საქართველო – სერბეთი

23 მარტი

საქართველო – თურქეთი

26 მარტი

საქართველო – დანია