საქართველოს მასტერლიგის ნაკრები მერვედფინალში სერბეთთან დამარცხდა # 1TVSPORT
საქართველოს მასტერლიგის ნაკრები ევროპის თასის მერვედფინალურ ეტაპზე სერბებს დაუპირისპირდა 1:4 დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა მოლდოვაში მიმდინარე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთის, პორტუგალიისა და მასპინძელი მოლდოვის ნაკრებებს შეხვდა და პლეი ოფში მეორე ადგილით გავიდა.
ანგარიში სერბებმა მე-3 წუთზე კურიოზულ ვითარებაში გახსნეს – აუტის შესრულებისას იგორ იელიჩმა ბურთი პირდაპირ კარში გაუშვა, ჩვენმა ფეხბურთელებმა კი ბურთი გაატარეს, რადგან ეგონათ, რომ ბურთი არ ჩაითვლებოდა, მაგრამ მსაჯმა გოლი დააფიქსირა.
მე-16 წუთზე მეორე გოლი დეიან დამიანოვიჩმა გაიტანა, იგორ იელიჩმა (19) შესვენებამდე სერბების უპირატესობა სამამდე გაზარდა. მეორე ტაიმში მან ჰეთთრიკი (34) შეასრულა, ქართველთაგან კი გოლი გიორგი ჯინიკაშვილმა (40) გაიტანა.