საქართველომ ზამთრის თასის გათამაშებაში იტალია დაამარცხა

13:57, 14.01.2018

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დილიდან ვეტერან ფეხბურთელთა შორის ზამთრის თასის მთავარი გათამაშება დაიწყო.

ტურნირი წარმატებით დაიწყო საქართველოს ნაკრებმა. ნაკრები პირველ ტაიმს 2:4 აგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში ქართველმა ვეტერანებმა ჯერ წონასწორობა აღადგინეს, ხოლო ბოლო წამზე გამარჯვების გოლი გაიტანეს – 7:6.

აქამდე სამი მატჩი გაიმართა, რომლებიც ასეთი შედეგებით დასრულდა:

უკრაინა – თურქეთი 3:2

საქართველო – იტალია 7:6

თურქეთი – უეფა 2:3

მსგავსი