თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დილიდან ვეტერან ფეხბურთელთა შორის ზამთრის თასის მთავარი გათამაშება დაიწყო.
ტურნირი წარმატებით დაიწყო საქართველოს ნაკრებმა. ნაკრები პირველ ტაიმს 2:4 აგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში ქართველმა ვეტერანებმა ჯერ წონასწორობა აღადგინეს, ხოლო ბოლო წამზე გამარჯვების გოლი გაიტანეს – 7:6.
აქამდე სამი მატჩი გაიმართა, რომლებიც ასეთი შედეგებით დასრულდა:
უკრაინა – თურქეთი 3:2
საქართველო – იტალია 7:6
თურქეთი – უეფა 2:3