„ბარსელონა“ ვილიან პაჩოს შეძენით ინტერესდება #1TVSPORT
„ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „პარი სენ-ჟერმენის“ ეკვადორელი მცველის, ვილიან პაჩოს დამატების შესაძლებლობას განიხილავს, — ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Nacional-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, თუმცა პაჩოს შესაძლო ტრანსფერი შესაძლოა ჟიულ კუნდესა და რონალდ არაუხოს გაყიდვაზე იყოს დამოკიდებული. „ბარსელონას“ ახალი ფეხბურთელის შესაძენად დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება დასჭირდება.
ვილიან პაჩოს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს. ამასთან, „პარი სენ-ჟერმენი“ ეკვადორელი მცველის დათმობას მარტივად არ აპირებს, რაც შესაძლო ტრანსფერის განხორციელებას კიდევ უფრო ართულებს.