ლიონელ მესიმ კარიერაში 937-ე გოლი გაიტანა – „ინტერ მაიამიმ“ „ნიუ ინგლენდ რევოლუშენი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

11:00, 02.11.2026

არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ კარიერაში 937-ე გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემების რაოდენობა 428-მდე გაზარდა.

ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) 33-ე ტურში „ინტერ მაიამიმ“ სტუმრად „ნიუ ინგლენდ რევოლუშენი“ 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ლიონელ მესიმ ითამაშა, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

მასპინძლები 53-ე წუთზე დანიელ გაზდაგის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა 69-ე წუთზე მესის გადაცემით ხერმან ბერტერამემ ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე კი არგენტინელმა თავად გაიტანა და „ინტერ მაიამის“ გამარჯვება მოუტანა.

39 წლის მესის საკლუბო და სანაკრებო კარიერაში უკვე 937 გოლი და 428 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. არგენტინელს 1000-გოლიანი ნიშნულის მისაღწევად კიდევ 63 გოლი სჭირდება.

მიმდინარე სეზონში მესიმ MLS-ის 26 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა, „ინტერ მაიამი“ კი 59 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

მსგავსი