ეროვნული ლიგა | ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 31-ე ტური ქუთაისში, „რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა — „ტორპედომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
ქუთაისელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და მე-17 წუთზე აკაკი შულაიას ეფექტური გოლით დაწინაურდნენ. გორელებმა 36-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევით წონასწორობა აღადგინეს, შეტევა შოთა შეყილაძემ დააგვირგვინა.
მეორე ტაიმში „ტორპედო“ კვლავ დაწინაურებას შეეცადა და მიზანს 68-ე წუთზე მიაღწია – ფელიპე პირესმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ქუთაისელებს სამი ქულა მოუტანა.
31 ტურის შემდეგ „ტორპედომ“ 40 ქულა დააგროვა და „დილას“ გაუთანაბრდა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით გორელებს გადაასწრო და ხუთეულში გადაინაცვლა.
ეროვნული ლიგა