საქართველომ ბელარუსს 6:2 სძლია
საქართველომ ბელარუსს 6:2 სძლია

საქართველოს ნაკრები ბელარუსს ორჯერ დაუპირისპირდა და ორივეჯერ დამაჯერებლად დაამარცხა – ეს ყველაფერი eEURO 2020-ის შესარჩევი ეტაპზე მოხდა. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს უეფას ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდი გადასცემდა.

პირველ მატჩის გმირი გიორგი ქვილითაია იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა – ერთი გოლიც ლევან მჭედლიძის ანგარიშზეა, საქართველომ კი 4:2 მოიგო. მეორე შეხვედრაშიც ანგარიში ქვილითაიამ გახსნა, გიორგი ჩაკვეტაძემ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

საქართველოს ნაკრებს ტურნირზე ორი მოთამაშე – გიორგი საკანდელიძე და ალექსანდრე მომოტოვი წარმოადგენს, რომლებმაც PES 2020-ის საქართველოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

საქართველოს კიბერნაკრებმა საფეხბურთო სიმულატორ „პრო ევოლუშენ სოკერის“ (Pro Evolution Soccer) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის პირველი წრის შემდეგ საქართველო ლიდერებში იყო. თუმცა, ბელარუსის შემდეგ შეხვედრები წააგეს და ჯგუფიდან ვერ გავიდნენ.